მოითხოვე სესხი

მოითხოვე სესხი

ონლაინ-სესხები

კომპანიების მოძიება საუკეთესო გზაა სასურველი კრედიტის სწორად შესარჩევად. ჩვენი ვებგვერდი საშუალებას გაძლევთ მოიძიოთ სასურველი სესხი მარტივად, სახლიდან გაუსვლელად. თქვენ საშუალება გაქვთ გაიგოთ თუ რა საპროცენტო განაკვეთი აქვთ კომპანიებს სწრაფ სესხზე, რა ასაკიდან შეძლებთ სესხის აღებას და რამდენის გადახდა დაგჭირდებათ სესხის აღების შემთხვევაში.

 

 

 

 

ონლაინ სესხი გულისხმობს ინტერნეტის საშუალებით, სახლიდან გაუსვლელად სესხის აღებას. მომხმარებელი კომპიუტერის საშუალებით მსესხებლის ვებ-გვერდზე ავსებს სესხის აპლიკაციის ფორმას. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ონლაინ სესხის თანხა მომხმარებელს საბანკო ანგარიშზე ერიცხება.

თუ არ გყოფნით თანხა ხელფასამდე და გჭირდებათ მცირე რაოდენობის სესხი, ონლაინ სესხი სწორედ თქვენთვის არის. მისი მთავარი უპირატესობებია:

> ონლაინ სესხის აღებისას არ გჭირდებათ დასაქმების ცნობა ან სესხის უზრუნველყოფა.

> ონლაინ სესხის აღებას სჭირდება მცირე დრო. მაქსიმუმ 15 წუთი.

> სესხის თანხა ანგარიშზე გერიცხებათ და არ გიწევთ სახლიდან გასვლა.

ონლაინ სესხის პროცენტი მაღალია და სასურველია მომხმარებელმა სესხის თანხა სწრაფად დაფაროს. კომპანიები ძირითად შემთხვევაში მომხმარებელს ახდევინებენ საკომისიოს, რითაც სესხის ძირი თანხა არ იფარება და მომხმარებელმა აღებული თანხას დამატებული საკომისიო უნდა გადაიხადოს.

ყველა ონლაინ მსესხებელი თავად აწესებს ასაკობრივ ზღვარს. კომპანიათა უმეტესობაში ონლაინ სესხი გაიცემა 20 წლის ასაკიდან 65 წლის ასაკამდე. მომხმარებელს შეუძლია აიღოს 50 ლარიდან 1000 ლარამდე სესხი. კომპანიათა ნაწილში პირველი სესხი უპროცენტოა. შემდეგი ონლაინ სესხის აღებისას მომხმარებელი იხდის პროცენტს.

ონლაინ მსესხებლები სესხის საპროცენტო განაკვეთს არ ასახელებენ. ისინი მომხმარებლებს მხოლოდ საკომისიო თანხას აცნობენ. შედეგად, კლიენტებისთვის უცნობი რჩება თუ რამდენ პროდენტში იღებს ონლაინ სესხს. ვებ-გვერდზე www.sesxi.com შეიტყობთ ონლაინ სესხების საპროცენტო განაკვეთს და საშუალება მოგეცემათ ისინი შეადაროთ ერთმანეთს. მომხმარებელმა სესხის აღებამდე სასურველია გაითვალისწინოს სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი. (APR - Annual Percentage Rate) იგი აჩვენებს სესხის რეალურ ღირებულებას, რომელშიც ასახულია ყველა ის ხარჯი, რაც კრედიტის დასაფარად უწევს კლიენტს. სესხის გამცემ კომპანიებს მოეთხოვებათ გაგაცნოთ სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი, სანამ სესხს აიღებთ

მაგალითად : მსესხებელი X გთავაზობთ 300 ლარამდე სესხის აღებას 30 დღით 89 %-იანი საპროცენტო განაკვეთით. მსესხებელი Y გთავაზობთ 300 ლარამდე სესხის აღებას 30 დღიანი 99 %-იანი საპროცენტო განაკვეთით.

მაგალითიდან გამომდინარე X მსესხებელის შემოთავაზება უფრო მისაღებია, რადგან ვიღებთ იმავე რაოდენობის თანხას, იგივე პერიოდით და ნაკლები საპროცენტო განაკვეთით. შედარების ეს მეთოდი უნდა გამოვიყენოთ ერთი ტიპის სესხების შედარებისას. მაგალითად; ონლაინ სესხების ერთმანეთთან შესადარებლად, ან სამომხმარებლო სესხების ერთმანეთთან შესადარებლად.

თუკი სესხის დროულად დაფარვას ვერ ახერხებთ, არსებობს სესხის გადავადების სერვისი, რომელსაც მრავალი კომპანია გთავაზობთ. დაუკავშირდით კომპანიას და თავიდან აიცილეთ ზედმეტი პროცენტების გადახდა.